როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ აცხადებს, ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს მოიწვევს, რათა „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალება“ განიხილოს.
როგორც ცნობილია, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
„დაგეგმილია საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალებასთან მიგრაციის სფეროსა და მიგრაციული პროცესების რეგულირების მხრივ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“ ,- აცხადებენ კრემლში.