პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტ ზელენსკის, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკესდაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია