პოლიტიკა

შარლ მიშელი – ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით – „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას

ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკვშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის.

„ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობას სურს.

კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის პროექტის საკვანძო საკითხებია“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

ასევე ნახეთ

პარლამენტის გადაწყვეტილებით დაკომპლექტდა მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები გარდა სამი ქვეყნის: – ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა – პარლამენტის გადაწყვეტილებით,დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია