პოლიტიკა

დღეს საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა

დღეს საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა, ვიქტორია ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ცნობით, პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმასპინძლებს.

„შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე მისიების გაძლიერება. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია