პოლიტიკა

editor

გარდაიცვალა მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი

75 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსის მეგობრები ავრცელებენ. თამაზ ყურაშვილმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968-1969 წწ. იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, 1970 წელს ანსამბლ „ჩანგის“, 1968-1982 წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; …

ნახვა »

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო …

ნახვა »

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო. მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური …

ნახვა »

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

1-ელ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა …

ნახვა »

პეტერბურგის აეროპორტის საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა

პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს“ საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა. აეროპორტმა ავიარეისების მიღება შეწყვიტა. აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა, რაც ნიშნავს სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა ყველა თვითმფრინავის აეროპორტის საჰაერო სივრციდან დაუყოვნებლივ დაშვების ან გაყვანის მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ გეგმა „ხალიჩა“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შემოღებული. პეტერბურგის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა, …

ნახვა »

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გლაზგოში ლეგენდების მატჩზე მიიწვიეს

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გლაზგოში საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს, რომელიც „აიბროქსზე“ გაიმართება და ერთმანეთს „რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები შეხვდებიან. „აიბროქსზე“ ლეგენდების ნაკრებში ლუიშ ფიგუ, ნვანკვო კანუ, რობინ ვან პერსი, ჯეკ უილშირი, რობი ფაულერი, იაპ სტამი, ჯო კოული, მაიკლ ესიენი, პოლ სქოულზი და სხვები ითამაშებენ. რაც შეეხება „რეინჯერსს“ – ბარი ფერგიუსონი უხელმძღვანელებს გუნდს, რომელშიც იქნებიან ჯერმენ დეფო, კრის ბოიდი, მაიკლ მოლსი, საშა პაპაკი, იორგ ალბერტცი, …

ნახვა »

„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელიდან არ გავუშვათ სახელმწიფოებრივი შანსი, რომელიც გადაუჭარბებლად არის ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი, ასევე ჩვენი შვილების მომავლისთვის …

ნახვა »

ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი FIFA-ს ჯილდოზე

ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს ორგანიზებით მიმდინარე გალა-საღამოს ერთ-ერთი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საგანგებო ჯილდო გადასცეს. სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ნომინანტები, საქართველოს ნაკრების და იტალიური „კრემონეზეს“ მცველთან ერთად, ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა. ლუკა იტალიის ჩემპიონატის მორიგი …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. “ღამით რაშისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ხმელნიკცის რეგიონს. ქალაქ ხმელნიცკიზე 3 დარტყმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 მაშველი, დაშავებულია 4 ადამიანი”, – თქვა ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ხმელნიცკის მერის, ალექსანდრ სიმჩიშინის თქმით, დაბომბვას …

ნახვა »

ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

ქობულეთის ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალი, რომელიც ბელორუსის მოქალაქე იყო, წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნახვა »