პოლიტიკა

editor

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ნახვა »

23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის თბილისის მერია სანქციების გამკაცრებას აპირებს. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. „ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა, არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები [რესტორნები, კაფე-ბარები…] კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესს. …

ნახვა »

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. …

ნახვა »

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. არ არის ცნობილი დისტანციურად დაესწრება თუ არა პროცესს მსჯავრდებული სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა …

ნახვა »

საბერძნეთში, კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში რამდენიმე დღეა რაც ძლიერ ხანძარს ებრძვიან არაერთ რეგიონში. დღეს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო. ძლიერი ხანძრის გამო მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგიერთი აეროპორტში შეფერხებულია ავიამიმოსვლა. გართულებული გარემო პირობების მიუხედავახ, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს …

ნახვა »

ოდესის ეპისკოპოსი პატრიარქ კირილს: თქვენ მიერ კურთხეული რაკეტა საკურთხეველს დაეცა

ოდესის ეპარქიის ვიკარმა, არციზის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს და სინოდის წევრებს წერილი მისწერა ოდესაში რუსული ჯარების მიერ ტაძრის დაბომბვის შემდეგ. ეს წერილი წმინდა ელიას მონასტრის Telegram-ზე გავრცელდა. “დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ კურთხეული რუსული რაკეტა პირდაპირ წმიდათა ტაძრის …

ნახვა »

ხათუნა სამნიძე – დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე „გამარჯვების პლატფორმის“ ნაწილად ყოფნას არ აპირებს, თუმცა თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ. „როგორც არაერთხელ ვთქვი, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს რეფორმების პოლიტიკური ჯგუფის დატოვებას. რადგან ჯგუფში უმრავლესობას …

ნახვა »

ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ კონფერენციის დაწყებამდე პარტია “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა – ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა, …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის დეტალური ანგარიშ-იდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, ივნისის ბოლომდე რა რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. მან აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. „ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ …

ნახვა »

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში შეძლებს, მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს. გაბუნიას თქმით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია