ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. შეტაკება მოხდა ისფარინის რაიონში. ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. 11 დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ იტყობინება ყირგიზული მხარეც. ცეცხლის გახსნაში ბიშკეკი და დუშანბე ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ნახვა »კელი დეგნანი: ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის
ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის. გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი რასაც აშშ-ს საელჩო საქართველოში აკეთებს, ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით …
ნახვა »კელი დეგნანი: ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე მთავრობა ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა, განაგრძოს სვლა ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ
საქართველო არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა, განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ე.წ.ოთხეულის მოტივების შესახებ დასმულ …
ნახვა »სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, რომელთა განვითარებაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კერძოდ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს რეგიონული, მაკავშირებლის ფუნქციის გაძლიერება და …
ნახვა »ევრობასკეტი 2022 – 1/2 ფინალის წყვილები და პლეი ოფის სრული განრიგი
ევრობასკეტი 2022-ზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები: 1/2 ფინალი 16 სექტემბერი 19:15 პოლონეთი – საფრანგეთი 22:30 გერმანია – ესპანეთი 18 სექტემბერი 19:15 მე-3 ადგილისთვის 22:30 ფინალი
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა. ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. „ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები …
ნახვა »ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან რამდენიმე საკითხს განიხილავს. „კიევში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი. ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განვიხილო ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოება უკრაინის გაწევრიანების გზაზე“, – წერს ურსულა …
ნახვა »პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დაიწყო
სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. „გამოცხადდა განცხადებების მიღება სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველთათვის.15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით განცხადებები მიიღება ელექტრონულად: contact@parliament.ge ან მატერიალური სახით: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8ა.მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:ა) განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი და …
ნახვა »სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემუშავდა. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის …
ნახვა »