პოლიტიკა

editor

მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტები შედიან

მიხეილ სააკაშვილთან, კლინიკა “ვივამედში”,  ამერიკელი სასამართლო ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი შევიდა. საქართველოში ასევე ჩამოსულია გაეროში აკრედიტირებული სასამართლო ექსპერტი, რომელიც დღეს შევა მიხეილ სააკააშვილთან. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა სავარაუდოდ სექტემბერში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამ დასკვნამ ორ მთავარ საკითხს უნდა გასცეს პასუხი: მძიმეა თუ არა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დაავადების ხარისხი და …

ნახვა »

ფაულერი: საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს – არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს მსოფლიოში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს. მისი თქმით, ეს კრიზისი რამდენიმე წელი გაგრძელდება. ელჩი ფაულერი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა წელიწადში 100 000 ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ …

ნახვა »

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, ქვეყანაში უკვე 1 033 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 348 ბავშვი, 1 527 ადამიანი კი დაშავებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 119 ადამიანი. პაკისტანში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფაა. მდინარეების ადიდების გამო, …

ნახვა »

ომის 187-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში?

რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონები. ნიკოპოლში სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი, დაშავდა. განგაშის სიგნალი ისმოდა რივნის ოლქში მდებარე ქალაქ სარნაშიც, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინული სამხედრო ობიექტი დაბომბეს. 200-მდე რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიეს ქალაქ ორეხოვოს მიმართულებითაც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზეც. „დღეს გავმართე სხდომა თავდაცვისა …

ნახვა »

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ნიუარკში გაიმართა.მისი წამყვანები კი ჯეკ ჰარლოუ და LL Cool J იყვნენ. წლის საუკეთესო ვიდეორგოლად ტეილორ სვიფტის All Too Well დასახელდა, წლის შემსრულებლად კი Bad Bunny. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ დავ კემერონმა გაიმარჯვა, საუკეთესო …

ნახვა »

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია და ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია – ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. სამუშაოები სამ სექტორადაა დაყოფილი და ისინი ყველგან დასკვნით ეტაპზეა. ღია და რთული კერები აღარ არსებობს და მხოლოდ მცირე და მხრჩოლავი კერებია დარჩენილი. ამ დროისთვის, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა, გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და …

ნახვა »

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია.

ნახვა »

დიდუბეში ხანძარია

დიდუბეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე, საწყობში გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ნახვა »

Financial Times – ევროკავშირი მიმდინარე კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს

ბრიტანული გამოცემა Financial Times -ის ცნობით, ევროკავშირი ამ კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს. 2007 წელს დადებული შეთანხმების გაყინვის შემთხვევაში, რუსებს გაურთულდებათ და გაუძვირდებათ შენგენის ზონის დოკუმენტების მიღება. როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ ხდება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრების ცალმხრივად დაკეტვით დაიმუქრა, ხოლო ბლოკის წევრი …

ნახვა »

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის ავიაცია ჩაერთო. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. შავნაბადას ტყესა და მინდორში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ხანძარია ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია