3-4 სექტემბერს ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ავსტრიაში რვა ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი: -60 თორნიკე მარგველაშვილი -66 გიორგი თუთაშვილი, საბა კაპანაძე -81 ვლადიმირ ახალკაცი -90 ლაშა ბექაური -100 ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ბერიშვილი აღსანიშნავია, რომ ობერვარტში ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც ტრამვების გამო ერთ წელზე მეტია არ უჭიდავია.
ნახვა »რუს ოლიგარქს იტალიაში 11 ვილა დაუყადაღეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისაა ასევე ვილა, რომელიც ოლიგარქმა იტალიის ყოფილი პრემიერისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა. აპრილში, ევროსაბჭომ ვიაჩესლავ კანტორს პირადი სანქციები დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, მაგრამ აღნიშნული პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვილები სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, …
ნახვა »კახა კალაძე „ტვ პირველის” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 100 000 ლარს ითხოვს
თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს. კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – 12 პუნქტის შესრულება პრიორიტეტია, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად …
ნახვა »ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლებისა და ხეხილის ბაღების განადგურების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა …
ნახვა »ახალი სასწავლო წლიდან 106 სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს სწავლას
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის …
ნახვა »ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია – პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.
ნახვა »„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა
რუსული ნავთობის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. დასავლური მედია წერს, რომ „ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. მარტში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ხელისუფლებას “შეიარაღებული …
ნახვა »თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან …
ნახვა »ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში დღეს განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, …
ნახვა »