პოლიტიკა

editor

მეუფე შიო მუჯირი – ჩვენზე უფალი უშვებს სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, ან სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ცხოვრებაზე, ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, შეცდომებზე

ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით… გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და …

ნახვა »

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში – კუნძულ ლესბოსზე ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ტყეში გაჩენილმა ხანძრებმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. ხანძრის ორი კერიდან ერთი სოფელი ვრისას მიმართულებით გავრცელდა, მეორე კი სანაპირო კურორტ ვატერასკენ, სადაც, სულ მცირე, ორი სახლია დამწვარი. „ტერიტორიაზე კვლავ ჩანს კვამლის უზარმაზარი ნაკადი. მას თან ახლავს ძლიერი ქარი, რაც სასწრაფო დახმარების სამსახურებს ხანძრის ჩაქრობას ურთულებს“ – წერს Euronews-ი. …

ნახვა »

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს. ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 …

ნახვა »

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. ორ სულიერ ლიდერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების …

ნახვა »

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დაბომბეს

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. არსებული ცნობებით, რუსულმა ძალებმა „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს. როგორც ცნობილია, ორი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო ორი რაკეტა კი, პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.

ნახვა »

ლიეტუვის პირველი ლედი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი კიევს სტუმრობს. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა კიევში ჩასვლის შესახებ: „ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით, რადგან აქ გრძელდება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ყველას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“. 23 ივლისს კიევი მასპინძლობს პირველი ქალბატონებისა და ბატონების მეორე სამიტს, რომლის ინიციატორი იყო უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 2021 წელს. წელს …

ნახვა »

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება ბოლო წლებში გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯების შედეგია. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი კლასი – 74, 00 ლარი; ბიზნეს კლასი – 124 ლარი; …

ნახვა »

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი პუტინთან ფოტოს გამო გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ, იბრაჰიმ რაისისთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა. „ის, რომ ამ ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტია – ეს, რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა. ნატოს წევრი თურქეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. აი, რატომ მაკვირვებს ეს ფოტო, მით უმეტეს ნატოს …

ნახვა »

დამუქებული მინები, „დრიფტი“, ხმაურის დონე – რა ჯარიმებს ითვალისწინებს შსს-ს მიერ შემუშავებული ცვლილებები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები: • დასჯადი …

ნახვა »

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განაცხადა. ესენი არიან ნატოს ქვეყნებიდან გაძევებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც რეალურად მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში მრავალი წლის განმავლობაში, ასევე უკანონო ჯაშუშები. სულ 400-მდე ადამიანია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან გაანახევრა რუსეთის ჯაშუშობის შესაძლებლობები. ის ასევე იმედოვნებს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია