პოლიტიკა

editor

ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან – ოპოზიციის გამოხმაურებები

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს მოსაზრებით, უფრო ბუნებრივი და სწორი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება, რადგან ამით ბევრად უფრო გასაგები იქნება, რა პოზიცია და ფუნქცია აქვს მას და დახუჭობანას თამაში დასრულდება. ჟურნალისტებთან საუბარში ჰერმან საბო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ოლიგარქიზაციის თაობაზე არსებული ჩანაწერის ინდივიდებისკენ, ვიღაცის წინააღმდეგ მიმართვა არასწორი იქნება და საკითხი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, …

ნახვა »

საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს – ალექსეი არესტოვიჩი

საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო, რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე, მხოლოდ ერთი, საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ მოიგო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დიმიტრი ბიკოვთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „საბჭოთა კავშირი ნახევრად უკრაინა იყო“. „არავითარი ახალი იმპერიის, არავითარი …

ნახვა »

ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, გადასცა თუ არა უკვე ირანმა რუსეთს საფრენი აპარატები. სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი …

ნახვა »

სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი ისტორიაში — ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, NASA ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ პირველ სრულყოფილ, სამეცნიერო ღირებულების მქონე ფოტოს აქვეყნებს. სააგენტოს შეფასებით, ეს არის „ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი, რაც კი ოდესმე გადაუღია კაცობრიობას“. ამით ტელესკოპი უკვე ოფიციალურად შეუდგა სრულყოფილი სამეცნიერო ოპერაციების წარმოებას და კოსმოსის კვლევაში სრულიად ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი. …

ნახვა »

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში დილის 10 საათზე დაიწყება. ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ …

ნახვა »

ანრი ოხანაშვილი – ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი, არასერიოზულია – ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებს

ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი, არასერიოზულია – ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებს, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტი, რომლებიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ პროცესში არ მონაწილეობენ. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახლახო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების საკითხი განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცველულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, …

ნახვა »

ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, Thunstarsse 2-ში მდებარე შენობას დღეიდან საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ამშვენებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა. ღონისძიებას თბილისისა და ბერნის მერები კახა კალაძე და ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრნენ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია