პოლიტიკა

editor

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე …

ნახვა »

თბილისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტი დამატებით 41 მილიონი ლარით იზრდება. „წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული,სოციალური თუ სარეკრეაციო პროექტი განვახორციელოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი …

ნახვა »

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. “ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის …

ნახვა »

სუს-ი გოგაშვილზე: საქმე არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე “არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება”. გოგაშვილის დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში სუს-ი ამბობს, რომ  ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე სხვა დეტალებს უსაფრთხოების სამსახური არ ავრცელებს. ნინი გოგაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის დროს არის გადაღებული, ჩხრეკაზე სასამართლოს განჩინება …

ნახვა »

Netflix დევიდ ბექჰემზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-ის დოკუმენტური მინი-სერიალის გმირი გახდება. სერიალში საარქივო ვიდეოჩანაწერების გამოყენებით მოთხრობილი იქნება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელის საფეხბურთო გზაზე. მაყურებელი ასევე ნახავს თავად ბექჰემის, მისი ნათესავებისა და სხვა ადამიანების ინტერვიუებს. პროექტის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდუსერი იქნება ფიშერ სტივენსი ჯონ ბატსეკთან თანამშრომლობით. Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სერიალის ერთ-ერთი …

ნახვა »

სპეცოპერაცა სუს-ის ექს მაღალჩინოსნის სახლში – სოსო გოგაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური განცხადება მის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა. სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.  

ნახვა »

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი ზაგრების გრანპრიზე

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა. ხვალ ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ნახვა »

გიორგი გახარია – ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან

“საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე „თავდასხმები“ საქართველოს დასავლური კურისის წინააღმდეგ „ღია შეტევაა“. ამის შესახებ გიორგი გახარია ტვიტერზე წერს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, ხოლო პარტნიორებს – თავს ესხმიან. „მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური …

ნახვა »

რუსეთში „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის დირექტორი – კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ

კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთში რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განაცხადა. „მაკდონალდსმა“ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე დატოვა. კომპანიამ მაისში ქვეყანაში არსებული ყველა რესტორანი ადგილობრივ მფლობელზე გაყიდა. 12 ივნისს რესტორნებმა მუშაობა …

ნახვა »

ევროპამ მარსზე სიცოცხლის მაძიებელი მისიიდან რუსეთი სამუდამოდ გარიცხა

უკვე ოფიციალურად — რუსეთი გაირიცხა ევროპის სიცოცხლის მაძიებელი მარსის როვერის მისიიდან, რომლის გაშვებაც 2020-იანების ბოლოსკენაა დაგეგმილი. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ მისიას ExoMars პროგრამის ფარგლებში რუსულ როსკოსმოსთან ერთად გეგმავდა. თავდაპირველი გეგმით, მოხეტიალე სახელად როზალინ ფრანკლინი უნდა გაეშვათ რუსულ რაკეტა “პროტონთან” ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ადგილი ყაზახეთში, რომელსაც როსკოსმოსი და რუსული სამხედრო ძალები მართავენ). ასევე დაგეგმილი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია