პოლიტიკა

editor

პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე “აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს. ლაშა ტუღუშის თქმით, მისი მოსაზრებაა, რომ საჭიროა პროცესს ჰქონდეს ნდობა, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მისი …

ნახვა »

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობის საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა დაიწყოს. კერძოდ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევის შედეგად მიღებულ დოკუმენტზე იმუშავებს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხაებით, 21 სექტემბრისთვის კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებული უნდა იყოს და 1 ნოემბრისთვის, …

ნახვა »

ვაშაძე: რუსეთმა მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელიც ოცნების ლიდერებს გზავნილებს უკონტროლებს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთმა საქართველოში მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელმაც ქართული ოცნების ლიდერებს მისცა დავალება, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით კონკრეტული გზავნილები გააჟღერონ. ვაშაძის თქმით, ეფ ეს ბე-ს ჯგუფის წევრები ქართული ოცნების ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს უკონტროლებენ. ამასთან, ვაშაძის თქმით, აქვთ სავარაუდო სახელები და გვარები …

ნახვა »

„საბურთალო“ 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული გახდა. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2021 წლის ოქროს ლიგაში სეზონი შეჩერდა და მისი დასრულება მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „ბენდელას“ სტადიონზე, გათამაშების დასკვნითი მატჩის შემდეგ გადაეცათ. „საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი თბილისის …

ნახვა »

უკრაინელი მედიკოსის თქმით, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ

უკრაინელი მედიკოსის, 53 წლის იულია პაიევსკაიას თქმით, სამი თვის განმავლობაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ. პაიევსკაია, რომელიც რუს და სეპარატისტულ ძალებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი, ამბობს, რომ გამტაცებლები მას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებდნენ. “ხუთი დღის განმავლობაში საჭმელი არ მქონდა. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,” – თქვა …

ნახვა »

ვატო შაქარიშვილი და გელა ნიკოლეიშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის სავარაუდო მცდელობით დაინტერესდეს

ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის მცდელობით დაინტერესდეს. კერძოდ, ვატო შაქარიშვილმა და გელა ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემის ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტს სთხოვდა, გასცნობოდა მის ხელთ არსებულ …

ნახვა »

ვაისი: ქართველებს აქვთ კლასი – ეს საშინელება იყო

ბათუმის “დინამოსთან” ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “სლოვანის” მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.   “რას ვიტყვი სეზონის პირველი შეხვედრის შესახებ? იმედგამაცრუებელია. ყველაფერი, რასაც ველოდით, ზუსტად დადასტურდა. ისინი სწრაფები იყვნენ და ტაქტიკურად შესანიშნავად მომზადებულები. ფეხბურთში გადამწყვეტი სისწრაფე და ფიზიკური მომზადებაა. ამაში მეტოქემ გვაჯობა. მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. ბოლო, ხარისხიანი პასი გვაკლდა. უკან სწრაფად …

ნახვა »

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა. „ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა …

ნახვა »

ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრას დაესწრება

როცა პარლამენტის სპიკერი ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს კონსულტაციას, არ ვფიქრობ, რომ უარი უნდა ვთქვათ მონაწილეობაზე, ეს არის „რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია და საკუთარი დღის წესრიგით, საკუთარი შეხედულებებით მე ვგეგმავ შევხვდე სპიკერს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენს და თავად არ …

ნახვა »

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს ტოვებს

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება. BBС-ის ინფორმაციით, ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია