პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

კონსერვატორების კენჭისყრის მესამე რაუნდი ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი. ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას …

ნახვა »

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ. მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა. ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს. „ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის …

ნახვა »

რატომ ვერ განიხილება რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის მიერ დასახელებული ოთხი საკითხი, რომელსაც საკომიტეტო მოსმენებიც არ გაუვლია. შალვა პაპუაშვილის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხის განხილვას ითხოვს, განუმარტა, რომ სხდომაზე ვერ განიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც, რეგლამენტის თანახმად, ჯერ კომიტეტებში არ არის განხილული. „იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა. ამავე დროს, რიგგარეშე სხდომისთვის, დღის წესრიგის საკითხები განსახილველი არ …

ნახვა »

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – მიკვირს, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება

მიკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ …

ნახვა »

ფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ წერილშია ნათქვამი. წერილის შინაარსი და „ქართული ოცნების“ დეპუტატთა პოზიცია მედიას პარლამენტში …

ნახვა »

4 დეპუტატი: მოვუწოდებთ “ოცნებას”, ხელი აიღოს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური კამპანიისგან

პარლამენტის 4 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ემიჯნებიან და მკაცრად გმობენ მმართველი პარტიისა და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე  – ქალბატონ კელი დეგნანსა და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ …

ნახვა »

ადვოკატი: სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების საკითხებზე დოკუმენტები, რომლის საჯაროდ გამოტანასაც აპირებდა, დღის სინათლეს მაინც იხილავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მოინახულა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის გზავნილი ოჯახის მიმართ არის, რომ თავს კარგად გრძნობს, არის მხნედ და ბრძოლისუნარიან განწყობაზე. ადვოკატი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი დაკავებას უკავშირებს ბოლო …

ნახვა »

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. “ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის …

ნახვა »

სპეცოპერაცა სუს-ის ექს მაღალჩინოსნის სახლში – სოსო გოგაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური განცხადება მის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა. სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.  

ნახვა »

გიორგი გახარია – ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან

“საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე „თავდასხმები“ საქართველოს დასავლური კურისის წინააღმდეგ „ღია შეტევაა“. ამის შესახებ გიორგი გახარია ტვიტერზე წერს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, ხოლო პარტნიორებს – თავს ესხმიან. „მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია