დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. პარლამენტის წინ აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 22 ივნისს წარსდგება
მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში 22 ივნისს წარსდგება. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წერილობით პირველ ივნისს გადაუგზავნა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ პრემიერი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.
ნახვა »კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა
კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილი მერი, მემარცხენე გუსტავო პეტრო კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში პეტრომ მემარჯვენე როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. მონაცემების თანახმად, გუსტავო პეტრომ ხმების 50.5% მიიღო და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა.
ნახვა »გიორგი ვაშაძე – ერთი შეკრებით გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ
დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა სისტემური, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობა, რომ საქართველო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ააცდინა ევროპულ გზას, ამ გზაზე დააბრუნონ. „ქართული ოცნება” თავხედობას პირდაპირ აგრძელებს, პრემიერ- მინისტრმა გვაუწყა დილით, რომ …
ნახვა »მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს. „პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად …
ნახვა »გიგი უგულავა – დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება
”დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება – რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა” – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. უგულავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში …
ნახვა »პრემიერი – როგორც კი საბჭო რეკომენდაციებს დაამტკიცებს, ჩვენ ბრიუსელთან მაშინვე დავიწყებთ მუშაობას
ქვეყნის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს. „17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის …
ნახვა »გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გეგმა შეიმუშავა
გიორგი გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა შეიმუშავა. პარტია ”საქართველოსთვის” გეგმაზე მუშაობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გეგმა პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და მასზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დაიწყოს. ”ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად. მისივე განმარტებით, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში „ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა …
ნახვა »მამუკა ხაზარაძე – ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს!
პარტია “ლელოს” ლიდერი სოციალურ ქსელში ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება. „უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85% უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
ნახვა »