პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

სალომე სამადაშვილი – სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე

სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოუწოდებს მოქალაქეებს, გააცნობიერონ, რა არჩევანია გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებში გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. ეს არჩევნები დღემდე თუ იყო რეფერენდუმი, …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინამ მაიდნის შემდეგ დაკარგა ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ინფრასტრუქტურა არის განადგურებული. „მაიდანს რაც შეეხება, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ …

ნახვა »

სერგო ჩიხლაძე – კონგრესში გზავნილები იყო მკაფიო, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება

ივანიშვილის მიზანი დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ – ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამ ბრძოლაში ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ , – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია-აღმაშენებლის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომელიც კონგრესში “მეგობრობის აქტის” განხილვას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში; ყველას გახსოვთ რევოლუციის ორი მცდელობა, რასაც დაემატა მესამე მცდელობა წინა კვირების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი და ამერიკელი ხალხის ინტერესებშია, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ …

ნახვა »

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკრებულოს ცხრა პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განეხილათ. სხდომა „ქართული ოცნების“ უხუცეს დეპუტატ კონსტანტინე უბერს უნდა წაეყვანა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე მოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგა. სხდომათა …

ნახვა »

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ტყუილი, რეალურად პორტს ბიძინა ივანიშვილი რუსეთს გააკონტროლებინებს

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ტყუილი. ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება, დღეს იყოს, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას და ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო – კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას, ბიძინა ივანიშვილი რუსეთს გააკონტროლებინებს, – …

ნახვა »

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 18 მაისს დაადო ვეტო. სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში …

ნახვა »

საქართველოს მოქალაქეებს 28 მაისიდან შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს

ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურაზე. მან სხდომის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 საათი განცხადებები გრძელდება, შემდეგ ვეტოს საკითხს განიხილავენ. „ქართველი ხალხის ინტერესია, …

ნახვა »

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 18 მაისს დაადო ვეტო.  სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია