პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი

ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. „სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს …

ნახვა »

კახა კალაძე – ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს

ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს- განაცხადა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია და ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა …

ნახვა »

სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე – ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ

ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ – ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. მის კომენტარს პარლამენტში შეძახილები მოჰყვა. „ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი – ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ. „ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა თანამდებობიდან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი: საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში …

ნახვა »

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. “საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს …

ნახვა »

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ და მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ. „დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება

მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იქნება. „მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, ბიძინა ივანიშვილის …

ნახვა »

აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის სურვილს

აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა რობინ დანიგენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც მან რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. რობინ დანიგენი მოუთმენლად ელის საქართველოს ხალხთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. დანიგენი აცხადებს, რომ მხარს უჭრს საქართველოს …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის სახელით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა

უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი მთავრობის ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია