Breaking News

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო გამოსავალი, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს

ის რისკები, რაც შარშან და შარშანწინ არსებობდა ქვეყნის წინაშე, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო გამოსავალი, …

Read More »

ლევან ხაბეიშვილი – 2024 წელს უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელების მეტს არაფერს ფიქრობს

ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და საქართველოს მოქალაქე ამას ყოველდღიურად გრძნობს. 2012 წელთან შედარებით, დღეს ორჯერ და უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. 2024 წელს უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელების მეტს არაფერს ფიქრობს, – აცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც გურიის მოსახლეობას შეხვდა და „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკური …

Read More »

მიხეილ დაუშვილი – არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა

ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა – “ოცნებამ” ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ასე მარტივად, ასე თავისუფლებად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ზურაბ …

Read More »

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება – ჩარევები არ “მოსულა”

ეს [შეწყალება] არის ჩემი დისკრეციული უფლება – ჩარევები არ “მოსულა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტი ასე პასუხობს: “არ ყოფილა, არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”. “მიდის საზოგადოების დარწმუნება, …

Read More »

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს. პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ …

Read More »

მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნება” მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალურიიდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალურიიდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება. მან თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში …

Read More »

სალომე ზურაბიშვილი – ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წარმატებას აღწევს – ის სამხედრო კუთხით ჯერ არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებული არ არის

ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და კვლავაც გააგრძელებს ევროპასა და სხვა ქვეყნებში არის ჰიბრიდული ომი. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი საქართველოში მინიმუმ სამჯერ შემოიჭრა. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, …

Read More »

ირაკლი კობახიძე – ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. „გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი …

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს!

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს. „გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა …

Read More »

შალვა პაპუაშვილი – ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართმევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა და განვლილი წელი შეაჯამა. ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მე-10 მოწვევის პარლამენტთან ერთად გაუმკლავდა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე, ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, და რადიკალურ ოპოზიციასთან გამკლავება, რომელიც, …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია