სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა – იმედია, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. „კანდიდატების სია თანდათანობით გაიფილტრა. 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა. მათ გარშემო გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, საბოლოოდ მოხერხდება პოზიციების შეჯერება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნახვა »ევროკავშირის წარმომადგენლობა – მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით. „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში …
ნახვა »სტოლტენბერგი – ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოკავშირეების დასაცავად, ბუქარესტის მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს დახმარების გზებს
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუმინეთში გამართულ …
ნახვა »გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა – ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა
გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომლის თარგმანსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ …
ნახვა »საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. „შეხვედრებზე საუბარი რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – მას შემდეგ, რაც მახინჯი სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი გავაკეთეთ
10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი. შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით …
ნახვა »კახა კალაძე – გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მეტად გავერთობით
გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარედ, მეტად გავერთობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ პარტიის თავჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს. „ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი, მას ვუჭერ მხარს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავჯდომარედ და ჩემი …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს
მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს თავის მხარდამჭერებს. „ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას. ,,დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს …
ნახვა »