პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია …

ნახვა »

ევროკომისიის ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. ამასთან, ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც და აღნიშნავენ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების …

ნახვა »

მედვედევი – ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, მედვედევმა უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა …

ნახვა »

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება – ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის შესახებაც ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ჯაფარიძის თქმით, “დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ჯაფარიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, შეუერთდნენ მის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას. ზურაბ …

ნახვა »

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ასევე მოითხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის მონაწილეობაც, რომელმაც ამ საკითხზე მოხსენება უნდა მოამზადოს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ რამდენჯერმე …

ნახვა »

დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში განაცხადა. „პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია ამას რომ მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება. დასავლეთს რუსებისთვის ვიზების გაცემის …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან არის უბრალოდ წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში. „მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. …

ნახვა »

მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილი ასეთი  გამხდარი არასდროს მინახავს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის დროს მან წონაში 11 კილოგრამი დაიკლო. როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 …

ნახვა »

კუბილიუსი: 2008 წელს საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის არმიცემა იყო შეცდომა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს. ამის შესახებ კუბილიუსმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულა-ში ისაუბრა. კუბილიუსის თქმით, ის ფაქტი, რომ “რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ მოჰყვა რეაგირება, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა”. “ჩვენ …

ნახვა »

ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. „ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს. ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი. ამერიკის შეერთებული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია