პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

გახარიას პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია – ბრალდება, რომ „ოცნებიდან“ 20 ათასი დოლარი ავიღე, ისეთივეა, როგორიც ის, რომ გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“

თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ფარცვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია საკუთარი სურვილით დატოვა. „პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი …

ნახვა »

კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა. უფლებადამცველის თქმით,  უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილს. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს …

ნახვა »

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. დავითაშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით გამოვა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. “მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციასთან …

ნახვა »

რომან გოცირიძე – ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის მატარებლის მძღოლია, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ერთადერთი შეუძლია გააჩეროს ხაშურში

ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას და შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს, ამაზე ივანიშვილი პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, 9 დეპუტატი, რომელსაც ხელისუფლება არ ემიჯნება, მეტიც, ამბობს, რომ სხვაობა მათთან შინაარსობრივ …

ნახვა »

კელი დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე – არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე

ნებისმიერ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ვინმეს არასათანადო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პროცესებში, იმის, ვინც ცდილობს გავლენა მოახდინოს მთავრობისა და საზოგადოების მუშაობაზე ზედმეტი ფულის ან გავლენის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო კონსენსუსი თუ არ იქნება, კანონს არ მივიღებთ, ევროკავშირის ყოფილ ელჩსაც ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო

კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიცია …

ნახვა »

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ. „უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია