პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

IRI-ის კვლევის თანახმად, ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი, ამავე რეიტინგში კახა კალაძეს 51 პროცენტი აქვს, ირაკლი ღარიბაშვილს 44 პროცენტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პატრიარქ ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი. კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 პროცენტი. ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40 პროცენტი აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38 პროცენტი, 37-37 პროცენტს …

ნახვა »

აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დღის მანძილზე, შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან. „შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის …

ნახვა »

ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, იოსელიანი საქართველოს პარლამენტის ერთადერთი წევრია, რომელიც ამერიკის არჩევნების მიმდინარეობას დეპუტატის რანგში დააკვირდება. „აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჰიბრიდული არჩევნებია, ლოს ანჯელესში კი, სადაც იოსელიანი იქნება ლოკალიზებული, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით …

ნახვა »

ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

“ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” – ამის შესახებ ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს: მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად. გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად …

ნახვა »

შალვა ნათელაშვილი – ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი

პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლა და მხოლოდ ქოცების დატოვება რამდენიმე სატელიტთან ერთად, მით უფრო იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა არ დარჩეს შიგნით, ნიშნავს, რომ რეჟიმი ჩამოშლილია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, გამოსავალი ახალი არჩევნებია, „თუმცა არჩევნებზე ვერ გავალთ ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობით“. „უნდა არსებობდეს გარკვეული …

ნახვა »

დეპუტატებმა ირაკლი ხახუბიას ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარული სხდომა გახსნისთანავე დაიხურა. დეპუტატებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ მხოლოდ მიმდინარე კვირის დღის წესრიგი დაამტკიცეს. მათ წუთიერი დუმილით გარდაცვლილი კოლეგის ირაკლი ხახუბიას ხსოვნას მიაგეს პატივი. “დღეს ჩვენ ჩვენს გამორჩეულ კოლეგას ირაკლი ხახუბიას ვემშვიდობებით. ის ორ მოწვევის პარლამენტი წევრი – საკუთარი მშობლიური კუთხის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელზეც უზომოდ იყო შეყვარებული. მისი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი …

ნახვა »

ომბუდსმენობის კანდიდატები და პროცესი პარლამენტში; “ბეკოს” საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე – გადაცემა აქტუალური თემა

🔺️ პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო. ვინ არიან ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი და როგორ განვითარდება მოვლენები? 🔺️ მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდმა „ბეკომ“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. რა სიახლეებით შეხვდა კომპანია იუბილეს და როგორ ჩაიარა საიუბილეო …

ნახვა »

ვახტანგ მეგრელიშვილი – ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია

vaxo megrelishvili

ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია