პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ – მელიას კაბინეტში შეიჭრა მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს. „რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით, …

ნახვა »

თალაკვაძე: როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში

როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესდეს. თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს ვალდებულება, ნებისმიერ მოქალაქეს …

ნახვა »

პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა

პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა “ლელომ”, საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად დაარეგისტრირა. დოკუმენტი, რომელსაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა აქვს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. მას სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მხარს “ლელოს” გარდა, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის …

ნახვა »

მარინა კალიურანდი – გთხოვთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, ჩაერთეთ, გამოხატეთ თქვენი პოზიციები, დარწმუნებული ვარ, ამას ელოდება ქართველი ამომრჩეველი

გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ, ჩაერთეთ, გთხოვთ, შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტარის განცხადებით, „ქართულ ოცნებამ“ უნდა …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და …

ნახვა »

გივი მიქანაძე: საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაზეა ორიენტირებული

„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე. ამავდროულად, ის პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამის შესახებ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომელიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა

არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომელიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის თვალის ახვევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. …

ნახვა »

სანდრო რაქვიაშვილი – გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა ოპოზიციის დასუსტებისკენ არის მიმართული, რეკომენდაციების ნაწილსაც კი არ ასრულებს, მისი პროევროპულობის არ მჯერა

ზოგადად, გაერთიანებები პოლიტიკაში შესაძლებელია, ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, მაგრამ ჩემთვის უცნობია, რა იდეების ირგვლივ გაერთიანდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც საქართველოს პირველ არხს სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, როცა გახდება ცნობილი მათი იდეების …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს

ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო, ეროვნული პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და მოძრაობა „დროა“ შესაძლოა, ალიანსში გაერთიანდნენ. ვაშაძის განმარტებით, ეს გაერთიანება კოალიცია ვერ იქნება. „ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია