პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და პარტიიდან წასულ სამ კოლეგას შეუერთდება

საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. განცხადება გურამ მაჭარაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება. „არ ვიქნები პირველი, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე აქედან, საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. საქართველოშიც …

ნახვა »

ირაკლი ზარქუა – კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი უფრო ფოკუსირებული იქნება რეალურ ავტორებზე, ვინც სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს

სანქციების თემას ძალიან დიდ დროს თუ ვინმე უთმობს, მაგალითად, ხოშტარიები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, პოდოლიაკები, ერმაკები, არახამიები და ა.შ. და თუ ვინმეს ეკუთვნის შენიშვნა, კარგი იქნება, სწორი აქცენტები დაისვას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც სანქციებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ზარქუამ შეაფასა სანქციებზე დეგნანის …

ნახვა »

კელი დეგნანი – ბიძინა ივანიშვილმა როგორც დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს 21 მარტს შეხვდა. როგორც კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე არასდროს ყოფილა საუბარი საქართველოს …

ნახვა »

გახარია ივანიშვილზე: საიდან სადამდე… სამწუხაროა ეს ყველაფერი, ასე იმსხვრევა მითები

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს: ”ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნუ, საიდან სადამდე, რა. აი, სამწუხაროა ეს ყველაფერი… საიდან სადამდე… საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით. ასე იმსხვრევა მითები საერთოდ.”

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის წერილი არის დადასტურება, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ჩრდილოვანი მმართველობაა

ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ დღეს ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის ჩრდილოვანი მმართველობა. „როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში უნდა მოიხსნას ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკაზე, რათა მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ ვინმემ …

ნახვა »

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ნატო-ს გენერალური მდივნის …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი – შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის თემაზეც საუბრობს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით ნამდვილად შედგა და ის სამ საათს გაგრძელდა. „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა, …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნახვა »

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. გერმანიის ეკონომიკის მინსიტრის მოადგილის, სვენ გიგოლდის თქმით, მიღებული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია