პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

დავით არახამია – საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია დეპუტატებისა და მინისტრების საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ დაწერა. „აშშ-ში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ცალკეული ნაწილი ეხებოდა იმას, რომ ჩვენს მოკავშირეებს სცოდნოდათ სქემები, რომლებსაც რუსები სანქციების …

ნახვა »

ვიოლა ფონ კრამონი – უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან იაფფასიანია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „ძალიან იაფფასიანი“ გადაწყვეტილება უწოდა. „გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია. გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ სიტუაციაში ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერი გვიჯდება. მათ ამ სტატუსით მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, როგორც ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევვაში ვნახეთ, …

ნახვა »

დავით ზალკალიანისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი …

ნახვა »

ზელენსკის მიმართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. “ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით… იარეთ — ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!” — ვოლოდიმირ …

ნახვა »

ვიოლა ფონ კრამონი – „ქართულო ოცნება“, ბურთი თქვენს მოედანზეა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვეში საქართველოც მიიღებს. „იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს განხორციელება, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. „ქართულო ოცნება”, ბურთი თქვენს მოედანზეა“, – წერს ევროპარლამენტარი.

ნახვა »

პრემიერის ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო. საქართველომ მიიღოს ის რაც დავიმსახურეთ, ესაა დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს – შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ

პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ. მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, …

ნახვა »

ნიკა მელია – ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება

ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აცხადებს, საქართველო შეცდომას გამოასწორებს. “საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან – 1918 და 1991 წლებში. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე. ჩვენ …

ნახვა »

ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა

მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია. ეს ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე წერს. „ეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი – ევროპაში“ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია