პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგეტო reuters-ი  წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა. როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. ამასთან, ჯერჯრობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო …

ნახვა »

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ

ევროპარლამენტის ექვსკაციანი დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა. ევროკავშირის …

ნახვა »

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი – არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია ან ავად არის

არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასატაბილურია ან ის ავად არის. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა როგორც …

ნახვა »

ნედ პრაისი: დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, პრესკონფერენციაზე ელჩ დეგნანსა და საქართველოზე ისაუბრა: “ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს …

ნახვა »

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება დაუყივნებლივ უნდა დაიწყოს, ველი ხელისუფლების ბრიუსელში ვიზიტს! – პრეზიდენტი

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ 12 პუნქტზე მუშაობა ბრიუსელში უნდა დაიწყოს მისივე განცხადებით, უახლოესი მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს მიენიჭება, თუ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ და გაარკვიონ დეტალები, როგორ უნდა შესრულდეს ამ …

ნახვა »

დევიდ მაკალისტერი – ევროპის გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც რეფორმების გატარებას მოითხოვს – საქართველოს შეფასება გაგრძელდება დამსახურებების საფუძველზე

საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი და ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან. ევროპის პარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს …

ნახვა »

პრეზიდენტი – ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება. „ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. …

ნახვა »

მიხეილ სარჯველაძემ ევროპული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია წარუდგინა

მიხეილ სარჯველაძემ 12 პუნქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა: ”როგორც ცნობილია, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის განისაზღვრა 12 ამოცანა იმავე გადაწყვეტილებით დადასტურებული ევროპული პერსპექტივის შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად. ამ ამოცანათა შორის მე-11 გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში. როგორც …

ნახვა »

პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ხვდება.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ვიზიტი სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.  შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.

ნახვა »

თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ

თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. თავდაპირველად ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს შეხვდებიან. დაგეგმილია გასაუბრება სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს – როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან. “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. “ამ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია