პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს. „პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ  არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად …

ნახვა »

გიგი უგულავა – დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება

”დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება – რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა” – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. უგულავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში …

ნახვა »

პრემიერი – როგორც კი საბჭო რეკომენდაციებს დაამტკიცებს, ჩვენ ბრიუსელთან მაშინვე დავიწყებთ მუშაობას

ქვეყნის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს. „17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის …

ნახვა »

გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გეგმა შეიმუშავა

გიორგი გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა შეიმუშავა. პარტია ”საქართველოსთვის” გეგმაზე მუშაობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გეგმა პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და მასზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დაიწყოს. ”ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ  რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად. მისივე განმარტებით, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში „ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძე – ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს!

პარტია “ლელოს” ლიდერი სოციალურ ქსელში ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება. „უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85% უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია – რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია – ამის შესახებ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  „ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე …

ნახვა »

რობერტა მეცოლა – ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას

ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის …

ნახვა »

კარლ ჰარცელი – თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას კარლ ჰარცელი ეხმაურება. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“. „როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „საქართველო იგივე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია