პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს, – სმის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს …

ნახვა »

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით …

ნახვა »

მკვლელობა მუხიანში – ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფოტო: 1tv.ge

ნახვა »

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 20 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში შიდა ქართლის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი …

ნახვა »

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ოთარ სიჭინავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. „დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ

სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, …

ნახვა »

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცის დაკავება საკასო აპარატებიდან თანხის ქურდობის ბრალდებით მოხდა. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის ის 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებული თანხებს იპარავდა როგორც სასურსათო მაღაზიების სალაროებიდან, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე …

ნახვა »

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა მ.ა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 15 მარტს ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის …

ნახვა »

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტ- კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ პეტრიწის ქუჩაზე, სადაც არასრულწლოვანი გოგონა უგონო მდგომარეობაში ნახეს. სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლოვანის ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე …

ნახვა »

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განსაკუთრებით დიდი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია