„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ედება ბრალი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის …
ნახვა »არ შემიძლია გავაგრძელო მუშაობა კომბსის ადვოკატად – P Diddy-ს უფლებადამცველი
შონ კომბსი, იგივე P Diddy, ახალი კრიზისის წინაშე დადგა მისმა ადვოკატმა ენტონი რიკომ საქმის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. “არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა შონ კომბსის ადვოკატად,” – განაცხადა ადვოკატმა. ენტონი რიკომ ასევე თქვა, რომ მისი გადადგომა არ გამოიწვევს მიმდინარე განრიგის შეფერხებას და კომბსი სასამართლოს წინაშე მაისში …
ნახვა »პარტია “გახარია საქართველოსთვის” – ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა. მათივე ცნობით, „შერატონიდან“ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს „სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და სასტუმროს ჩანაწერის ასლი აღარ აქვს“. „ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება”- აღნიშნულია განცხადებაში. „გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ …
ნახვა »შსს-მ პარტია „ლელოს” წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, მისი თქმით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ …
ნახვა »„ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული
„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ნახვა »თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს
თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალაზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნახვა »როგორ შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება 9 დღეში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს თუ როგორ შეზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით: “1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა; 2. საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის …
ნახვა »სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე იარაღით ორი ადამიანია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მკვლელობის ადგილას ორივე ავტომობილს ტყვის კვალი ეტყობა და საქარე მინები აქვს ჩამტვრეული. კარდენახში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. მოკლულთა ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო …
ნახვა »სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი პირი – ისაკო დევიძე, ირაკლი ანდღულაძე და დავით წოწორია სასამართლომ სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. ხოლო მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ანდღულაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 700-ლარიანი ჯარიმა …
ნახვა »პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ამასთან, შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელის სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის …
ნახვა »