პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პოლიციამ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები …

ნახვა »

ადვოკატი – ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებას მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს

ერთადერთი, რასაც დაკავებას უკავშირებს, არის მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით, სხვას ვერაფერს უკავშირებს, – ამის შესახებ გუშინ დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. „რაც შეეხება პროცედურებს, ადვოკატებს არ მოგვეცა საშუალება, დავსწრებოდით და მერე უკვე პოლიციაში გადაყვანის შემდეგ არ მოგვეცა მარტო …

ნახვა »

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული აქციების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი დაირღვა. კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების …

ნახვა »

გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ინფორმაციისთვის, 2 მაისს, „უცხოური …

ნახვა »

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „მიმდინარე წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების …

ნახვა »

შსს- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. …

ნახვა »

დაკავებულია კაცი, რომელმაც ხაშურში ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა

ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა .სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ, ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა კაცმა სოფელ გომში, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა საკუთარი კომპიუტერითა და ტელეფონით შეძლო. ბრალდებულის ადვოკატი დანაშაულის შემცირებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ …

ნახვა »

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას …

ნახვა »

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაგეგმვა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება

ისეთი დანაშაულის მომზადება, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის დაწყებით სტადიაზე, ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო …

ნახვა »

ბოლნისში, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბოლნისში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია