პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

ჯანეზაშვილი: ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს, რაც მისივე თქმით, შემაშფოთებელია. “ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია”, – …

ნახვა »

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა

მას შემდეგ რაც, მე ნიკა გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი …

ნახვა »

თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 …

ნახვა »

სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას – 17, ხოლო ლევან რაჯავის 4 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები – ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბექა ლატარიას მკვლელობის ნაწილში მაქსიმალური სასჯელი 17 წელი მიესაჯა, 3 წელი კი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა. ბიძინა ხასიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან რაჯავის კი პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის …

ნახვა »

იაპონიის ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს. ნარა-ნიშის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა, იამაგამი ტეცუიამ განაცხადა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა “კონკრეტული ორგანიზაციის” მიმართ, რომელთანაც, მისი ინფორმაციით, აბეს კავშირი ჰქონდა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს მტრობა არ უკავშირდება პოლიტიკას. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რეალურად არსებობს …

ნახვა »

BBC: იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა

BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა. სინძო აბეს თავს დღეს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას

ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბე ე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას. „ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს შინძო აბეზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. …

ნახვა »

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც იაპონური მაუწყებელი NHK იუწყება, ყოფილ პრემიერს ზურგიდან ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. შინძო აბე კი ჰოსპიტალიზებულია. სააგენტო Kyodo News-ი წერს, რომ ყოფილი პრემიერი უგონოდაა. შინძო აბე …

ნახვა »

ვატო შაქარიშვილი და გელა ნიკოლეიშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის სავარაუდო მცდელობით დაინტერესდეს

ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის მცდელობით დაინტერესდეს. კერძოდ, ვატო შაქარიშვილმა და გელა ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემის ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტს სთხოვდა, გასცნობოდა მის ხელთ არსებულ …

ნახვა »

Credit Suisse ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავის მოქმედებებს სასამართლოს თანხმობის გარეშე აღარ განახორციელებს

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია