Breaking News

საზოგადოება

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარული სხდომის ბოლოს “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში …

Read More »

პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა, დღევანდელ კენჭისყრაზე, “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პროცედურის თანახმად, კენჭი ეყარა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს, პირვანდელი ვერსიით, კენჭისყრის შედეგები კი ასეთია: 82 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი. მანამდე კი კენჭი უყარეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელსაც მხარი დაუჭირა 15-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 26-მა მისცა ხმა. შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის …

Read More »

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგიზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით – 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება. ასევე, ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში …

Read More »

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. ამ დროისთვის 9 მათგანი შიმშილობს. შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. გაფიცულები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. „მინიმუმს ვითხოვდით 6 დღის განმავლობაში, ამის მოთხოვნაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, დღეს კი უკვე ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა ხელფასის ზრდა. ასევე, არის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, მომარაგება, ისედაც …

Read More »

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან ერთად,  ინვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება  და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება და თუკი ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება „საქართველოს …

Read More »

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. „უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ …

Read More »

სახალხო დამცველი – ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. სადაც მან  თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებზე თქვა, რომ „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“. „ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. იოსელიანი ასევე გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, …

Read More »

ირაკლი კობახიძე – ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, “ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდის მონაწილეობით, რომლებსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვთ არეული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ტელეკომპანია “ფორმულას”მიერ მოწყობილი პროვოკაციაა და ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებიც, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები. „ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, …

Read More »

ასპინძაში, მაშველებმა არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი მტკვარში იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება 9 ივნისს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.

Read More »

გიორგი შარაშიძე თბილისის მერს საკრებულოში იბარებს კითხვებზე საპასუხოდ: რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის დაბარების საკითხი დააყენა. შარაშიძის თქმით, თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს რუსულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, მერმა კი უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?! …

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია