პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელიდან არ გავუშვათ სახელმწიფოებრივი შანსი, რომელიც გადაუჭარბებლად არის ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი, ასევე ჩვენი შვილების მომავლისთვის …
ნახვა »ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს
ქობულეთის ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალი, რომელიც ბელორუსის მოქალაქე იყო, წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნახვა »აფეთქება ქუთაისში – არიან დაშავებულები
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ნახვა »„კოვიდ-19“-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა – „უოლ სთრით ჯორნალი“
SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ, უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, აშშ-ის სააგენტოს შესწორებული შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება. ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაზვერვის საიდუმლო ანგარიში თეთრ სახლსა და კონგრესს გადასცა, …
ნახვა »ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა
ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა და ბანგლადეშელებმა. აღსანიშნავია, რომ …
ნახვა »ნინო სუხიშვილის მეუღლე გარდაიცვალა
“სუხიშვილების“ ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა რამდენიმე თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა. “ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურად მძიმედ არის. ზურა ჯანმრთელი და პიროვნულად ძლიერი ადამიანია, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის”, – ამბობდა AMBEBI.GE-სთან ანსამბლის მენეჯერი, ხატია …
ნახვა »თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქციაში, სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ. ამ დროისთვის, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის მეტროსთან იკრიბება და პარლამენტთან …
ნახვა »ავსტრალიის არმიამ გონებით კონტროლირებადი საბრძოლო რობოძაღლები გამოცადა
ავსტრალიის სამხედროები ხელოვნური ინტელექტის “ტვინის რობოტულ ინტერფეისს” ტესტავენ. ამით მათ სურთ გააკონტროლონ რობოძაღლები, რომლებიც სინქრონიზებულია ჯარისკაცების გონებასთან. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ რობოტები მოწინავე ციფრული “ტელეპათიის” გამოყენებით, ნათქვამია ავსტრალიის არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში. “არმია იკვლევს ტვინის სიგნალების გამოყენებას რობოტული და ავტონომიური სისტემების გასაკონტროლებლად”, — ვკითხულობთ განცხადებაში. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს …
ნახვა »შსს – რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა
რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა. შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების …
ნახვა »კახეთში მამამ 2 წლის შვილს სასტიკად სცემა – პოლიციამ მოძალადე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე …
ნახვა »