პოლიტიკა

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ოკუპანტები, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, ეს ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დილიდან გაავრცელა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის და დონბასის სტრატეგიული წერტილია.

ნახვა »

ქართული ოცნების ოფისთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას” – ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები ორბელიანის მოედნიდან ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. სოლიდარობის აქცია 15:00 საათზე დაიწყო. დღევანდელი აქცია-მსვლელობა ორგანიზებულია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ. “ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს …

ნახვა »

მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

 თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.  ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.  1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური …

ნახვა »

“საარჩევნო კვლევა მომავალი რეფორმისთვის” – რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის პრეზენტაცია

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (Friedrich Naumann Foundation for Freedom) მხარდაჭერით, ა(ა)ი.პ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა“ პროექტის ფარგლებში ’’საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის“ განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, გამოიკითხა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების  ელექტრონულ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებით. კვლევით შესწავლილ იქნა არჩევნების პროცესში საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობა და კენჭისყრის დღის …

ნახვა »

ავარიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. “ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი …

ნახვა »

ვის ეზრდება დაფინანსება ახალი წლიდან – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან და 2022 წელთან მიმართებით ასეთია: ● ჯანდაცვის სამინისტრო – 6,858 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 60 მლნ, ზრდა 2022-თან 620.9 მლნ …

ნახვა »

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 2 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის …

ნახვა »

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო …

ნახვა »

ბეკომ ქალაქ რუსთავს ხეები აჩუქა!

ბეკო, როგორც გლობალური ბრენდი, დაარსებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრად განვითარებას. მათ შორის საქართველოში მოღვაწეობის 25-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, კომპანია ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოს, ქმნის ეკომეგობრულ პროდუქციას და იღებს ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს. სხვადასხვა მდგრადი აქტივობებით კომპანია ხელს უწყობს მოქალაქეებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასაც. ამჯერად, სახალისო და შემეცნებითი თამაშის ფარგლებში, ბეკომ წაახალისა ადამიანები გაეღრმავებინათ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია