პოლიტიკა

საზოგადოება

აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან ინციდენტის გამო შეზღუდული ჰქონდათ, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა …

ნახვა »

უხვი ნალექის მოსვლის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის …

ნახვა »

ირაკლი ბენდელიანი – თბილისში წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ბენდელიანმა თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ,,დედაქალაქის მერთან ერთად „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა. როგორც მოსახლეობამ იცის, …

ნახვა »

განათლებისა მინისტრი – სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა. გიორგი ამილახვარის თქმით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, “ქართული ოცნებაა”. “საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები, ამიტომ არ მინდა ვინსმეს თქმის …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილი მასზე თავდასხმაზე – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას

ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას – დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ორი თვის …

ნახვა »

არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების …

ნახვა »

ზუკა ბერძენიშვილი – დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები, ჩემთვის პატივია

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია ჩაუტარდა. თავად ზუკა ბერძიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: “მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ. სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. …

ნახვა »

ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია …

ნახვა »

გარემოს ეროვნული სააგენტო – დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, ასევე, ამ დრომდე სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. „მიმდინარე წლის …

ნახვა »

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები, დასწრება თავისუფალია

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია