პოლიტიკა

საზოგადოება

მთავრობის სტრატკომი – მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა

მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით. მათი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების …

ნახვა »

კახა კალაძე – წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. „გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 …

ნახვა »

კლდის მასის ჩამოშლის გამო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა ამ დროისთვის შეზღუდულია

კლდის მასის ჩამოშლის გამო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა ამ დროისთვის შეზღუდულია. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განაცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება. „მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება …

ნახვა »

Dune 2-ის გამოსვლა 2024-მდე გადაიდო, მიზეზი მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვაა

Dune 2-ის გამოსვლა 2024-მდე გადაიდო, მიზეზი მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვაა. ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა აშშ-ში 2 მაისს დაიწყო და მას მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცულები ითხოვენ, რომ მათი შრომითი უფლებები გაუმჯობესდეს. იმ პროექტებზე მუშაობა, რომლებშიც გაფიცული სცენარისტები და მსახიობები მონაწილეობენ, გაურკვეველი დროით გადაიდო.

ნახვა »

სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 2 შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და  თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან, 8 ადამიანის საკვებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“. “შეტყობინებების …

ნახვა »

ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას ორდენი გადაეცა

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას ორდენი გადაეცა. ჯილდო მას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა კიევში, რადაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადასცა. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, ვისაც აღნიშნული ჯილდო გადაეცა. “ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს – საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. “ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. …

ნახვა »

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

ნახვა »

მეგი გოგიტიძე – არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ – არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ…

მომღერალი მეგი გოგიტიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც მას ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან ხშირი კავშირის გამო. ამჯერად, სიმღერის ჩაწერისას რუსულად საუბრის გამო დაიმსახურა ხალხის უარყოფითი ემოციები. “გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და, ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ… თქვენი აზროვნება ფანატიურია სამწუხაროდ და …

ნახვა »

17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია