იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ფინანსური თაღლითობის გამო ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას football-italia ავრცელებს. შედეგად, ტურინული კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდება. ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე – 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი …
ნახვა »ახალგაზრდული ევრო 2023-ისთვის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო
2023 წელს საქართველო უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. შეჯიბრება 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება. სამისოდ, ფეხბურთის ფედერაციამ მოხალისეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ამის შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა. „ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს …
ნახვა »ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა. ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო. ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან …
ნახვა »ფიფა-მ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული საქმე აღძრა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ, ნაკრების ფეხბურთელთა საქციელის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ფინალში არგენტინამ პენალტების სერიაში მოუგო საფრანგეთს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზის მიღების შემდეგ არგენტინელთა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა უხამსი ჟესტის დემონსტრირება მოახდინა, რითიც შოკში ჩააგდო გულშემატკივრები და ორგანიზატორები. მატჩის შემდეგ, გასახდელში იმავე …
ნახვა »რომან დოლიძე ხუთ საუკეთესო მებრძოლს შორის დასახელდა
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა MMA Mania-მ 2022 წელს ჩატარებული ბრძოლების მიხედვით, ხუთი საუკეთესო სპორტსმენის სია შეადგინა. ტოპ 5-ში რომან დოლიძესთან ერთად დასახელდნენ – ისლამ მახაჩევი (23-1), ალექსანდრ ვოლკანოვსკი (25-1), ალექს პერეირა (7-1) სერგეი პავლოვიჩი (17-1) და ვეილი ჟანი (23-3). შეგახსნებეთ, რომ 2022 წელს რომან დოლიძემ სამი ბრძოლა გამართა და სამივე ნოკაუტით …
ნახვა »2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ვინ რა ნომინაციაში გაიმარჯვა?
დღეს სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სეოკმა 2022 წელი შეჯამა და სახვადასხვა ნომიმაციაში წლის საუკეთესოები დაასახელა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ასევე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი. ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა …
ნახვა »არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია
36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 …
ნახვა »1 იანვარს რონალდო „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი გახდება
კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადადის. გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი პირველი იანვრიდან გახდება „ალ-ნასრის“ წევრი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2.5 წლით იქნება განსაზღვრული. ხელშეკრულების პირობებით, 37 წლის რონალდოს ხელფასი სეზონში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება ბონუსებისა და სარეკლამო შემოსავლების გათვალისწინებით. წყარო აღნიშნავს, რომ ამით კრიშტიანო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი …
ნახვა »დღეს საქართველოს ჩემპიონი გაირკვევა – ბოლო ტურში ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მაყურებელს დასწრების უფლება დართეს
ბათუმის „დინამომ“ გაავრცელა განცხადება და ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გუნდის თამაშს მაყურებელი მაინც დაესწრება, კლუბის დასჯის მიუხედავად. „ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები. ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული …
ნახვა »პარლამენტმა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტში სპორტის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებსა და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრად მყოფ სტუდენტებს, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა. მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის, სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა. გიორგი ვოლსკიმ სტუდენტებსა და სპორტსმენებს სპორტის განვითარების და მისი ხელშეწყობის …
ნახვა »