პოლიტიკა

Recent Posts

“ჰამასში” აცხადებენ, რომ ზავის მიღწევა შესაძლებელი 24-48 საათის განმავლობაში, თუ ისრაელი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

„ჰამასის“ წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ თუ ისრაელი დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათისგანმავლობაში. „ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა …

ნახვა »

“ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის დამარცხებით ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს. „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 7 ლელო დადო და ანგარიში 43:5 დამთავრდა. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირი)

ნახვა »

სასამართლო დარბაზში ადვოკატი ია რეხვიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

სასამართლო დარბაზში ადვოკატი ია რეხვიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს. „ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი. ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია