პოლიტიკა

Recent Posts

საგანგებო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრების გაჩენის რისკი გამო ცეცხლი არ დაანთონ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება: “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს …

ნახვა »

სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ სასამართლის ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.  შეგახსენებთ, რომ გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

ნახვა »

ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა

ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ფინალში ღვინიაშვილმა ბრაზილიელი მეტოქე რაფაელ მასედუ დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია