პოლიტიკა

Recent Posts

შსს- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?

კანონპროექტის ხელახალი ინიციირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე. მანჯგალაძის თქმით, დასაფიქრებელია, ვისია ეს კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის. „ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია, ხელისუფლებას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. …

ნახვა »

ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია