პოლიტიკა

ბრიტანეთი: რუს სამხედროებს უკრაინაში ბრძოლის განწყობას ანაზღაურების პრობლემებიც უქვეითებს

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუს ჯარისკაცებს გადაღლილობისა და დიდი დანაკარგების გარდა საბრძოლო განწყობას ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უქვეითებს.

„რუსულ ძალებს კვლავ აქვთ განწყობასთან და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები უკრაინაში. საბრძოლო გადაღლილობის და მაღალი დანაკარგების გარდა, [უკრაინაში] გადასმული რუსი სამხედროების ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილება, სავარაუდოდ, კვლავ ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებია“  – აცხადებს უწყება.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ჯარში სამხედროების შემოსავალი მოიცავს დაბალ ძირითად ანაზღაურებას, რაც ბონუსებითა და გარკვეული შეღავათებით იზრდება. დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისას რუს სამხედროებს ამგვარი ბონუსების დიდ ნაწილს არ უხდიან, რაც, სავარაუდოდ, არაეფექტური სამხედრო ბიუროკრატიის, ე.წ სპეციალური სამხედრო ოპერაციის უჩვეულო სამართლებრივი სტატუსისა და მეთაურებს შორის კორუფციის ბრალია.

„რუსული ჯარს მუდმივად აქვს ჩავარდნები უკრაინაში გადასმულ ჯარისკაცებისთვის საბაზისო კომპენსაციის უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის შესაფერისი უნიფორმით, იარაღითა და კვების რაციონით უზრუნველყოფის, ისევე როგორც ანაზღაურების. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ძალების უდიდეს ნაწილს მყიფე სულისკვეთება ამის დამსახურებაცაა“ – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია