პოლიტიკა

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა. 

უდმურტიის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს, მან თავი მოიკლა.

“პოლიციელებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.”– აცხადებენ პრესსამსახურში.

თავდამსხმმელის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით უდმურტიაში გლოვა გამოცხადდა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია