პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ ის მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შაბათს ქალაქ სამსუნში სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ ის მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს. როგორც მან აღნიშნა, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს.

“იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ბოლოჯერ ჩვენი სახელით… ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მედიის ცნობით, ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” თურქეთის სათავეში დარჩენას ცდილობს, რომელსაც 2003 წლიდან მართავს.

ცნობისთვის, ქვეყანაში არჩევნები 2023 წელს გაიმართება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია