„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა.
როგორც ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძებნისას „ნაპოლიმ“ გარისკა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა ფსონი და ამ რისკმა გაამართლა.
„კვარაცხელია წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს – გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ – 4,5 მილიონი. რისკზე უნდა წავსულიყავით. კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი მდგრად გზაზე უნდა დაგვებრუნებინა. ამისათვის სახელფასო ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.