პოლიტიკა

რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია.

YouTube ასევე დაადანაშაულეს იმაში, რომ არ წაშალა ვიდეოები, რომელიც ხელს უწყობდა “ექსტრემიზმის” პროპაგანდას და ახალგაზრდებს მოუწოდებდა, მონაწილეობა მიეღოთ “არასანქცირებულ მასობრივ აქციებში”.

„Google-სა და მის საინფორმაციო რესურსებს რეგულარულად ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის აკრძალული ინფორმაციის არ წაშლის გამო“, – ნათქვამია „როსკომნადზორის“ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია