პოლიტიკა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის.

„ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. იბრძვიან როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული იყო ზურაბ ოდიშვილიც. მასზე ბევრი ისტორია მოვისმინეთ იქ მებრძოლი ქართველებისგან და მისი კუთხიდან, ყაზბეგიდანაც, სადაც მის თავგანწირულ ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ჩვენ, როგორც შეგვიძლია, პატივი უნდა მივაგოთ მათ თავდადებასა და გმირობას“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი უკრაინაში 26 აპრილს დაიღუპა.

2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ასევე ნახეთ

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეების უფლებების დაცვა ადგილზე

ჩვენი მთავარი მიდგომა და პრიორიტეტი, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, რომ რაც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია