პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი-თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება,ნატო-მ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა უნდა განახორციელოს

   როგორც უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ,ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს განაცხადა, ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას ეცდება.

 „რა უნდა გააკეთოს ნატო-მ?! მან უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ეს 24 თებერვლამდე იყო – აუცილებელია პრევენციული დარტყმები, რომ მათ იცოდნენ, რა მოუვათ, თუ ამ იარაღს გამოიყენებენ. და არა პირიქით, რომ ველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმას და მერე ვთქვათ, რომ თუ ასე მოიქეცი, მაშინ მიიღე ჩვენგან პასუხი”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია