პოლიტიკა

ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა.

„ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. დღეს თავდასხმების მოლოდინში, მუდმივად განგაშის სიგნალების ქვეშ. მათ ესმით, რომ ყირიმზე უზარმაზარი საფრთხე არსებობს. საჰაერო სივრცე აღარ არის ისე კონტროლირებადი. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ რუსეთი გამუდმებით ამბობს, რომ მათ „ანალოგი არ ჰყავთ“, მაგრამ ყირიმში განადგურდა ორი საკვანძო “ტრიუმფის” სისტემა. დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შემცირების გასაღები“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, –აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია