პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ასევე ნახეთ

უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა სტამბოლის მოლაპარაკების შედეგები დონალდ ტრამპთან განიხილეს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია