პოლიტიკა

უკრაინა პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, – ამის შესახებ.

„მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ – 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, F-16-ებს უკრაინა გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახლოს ვერ გაეკარონ.

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.

ასევე ნახეთ

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია